ღამის რეჟიმი დღის რეჟიმი
ღამის რეჟიმი დღის რეჟიმი

ჩვენს შესახებ

ჟურნალი ლიბრარიუმი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაზე გამოიცემა და წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს სამეცნიერო კვლევების შედეგებსა და ბიბლიოთეკის სიახლეების შესახებ პოპულარულ სტატიებს.

ჟურნალის ძირითადი მიზანია ცოდნისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც სხვადასხვა კატეგორიის მკითხველს საშუალებას მისცემს ჩაერთოს როგორც აკადემიურ, ისე მისთვის საინტერესო დისკუსიაში.

ვებგვერდის სტრუქტურა და როლები:
ჩვენი ვებგვერდი მკაფიოდ გამოყოფს ერთმანეთისაგან სამეცნიერო და პოპულარულ კონტენტს, რათა მკითხველისთვის შინაარსი უფრო ორგანიზებული და მოსახერხებელი გახდეს:

  • სამეცნიერო ჟურნალი მოიცავს მაღალ აკადემიურ სტანდარტებზე დაფუძნებულ რეფერირებულ კვლევით სტატიებს. იგი ცალკე სექციად არის განთავსებული ვებგვერდზე, რაც უზრუნველყოფს მკითხველისთვის სამეცნიერო შინაარსის ცხად და დამოუკიდებელ წარმოდგენას.
  • ბიბლიოთეკის სიახლეები და პოპულარული სტატიები მოიცავს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, ასევე კულტურასა და წიგნიერებასთან დაკავშირებულ თემებზე შექმნილ პოპულარულ მასალებს.

ლიბრარიუმი წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მრავალმხრივი საქმიანობის სარკეს, რომელიც არა მხოლოდ აკადემიური წრეებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისათვის ქმნის ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლის ეფექტურ სივრცეს.

ლიბრარიუმი – საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ინტელექტუალური მემკვიდრეობის გამტარი და გამზიარებელი!

მთავარი რედაქტორი

მაია შონია

პაუხისმგებელი რედაქტორი

გულიკო გორდელაძე

ტექნიკური რედაქტორი

ნინო სიხარულიძე

ისტორიის რუბრიკის რედაქტორი

თამარ წიკლაური

ფოტო რედაქტორი

ია გორგიშელი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.