ღამის რეჟიმი დღის რეჟიმი
ღამის რეჟიმი დღის რეჟიმი

საბიბლიოთეკო მომსახურება

ლიბერთი - ელექტრონული რესურსებით მომსახურების დარბზი. ლიბერთი - ელექტრონული რესურსებით მომსახურების დარბზი.
ლიბერთი - ელექტრონული რესურსებით მომსახურების დარბზი.

საბიბლიოთეკო მომსახურება საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტში

საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სტრუქტურულ დანაყოფს. დეპარატამენტის დირექტორს  ჰყავს ორი მოადგილე, რომლებიც კოორდინაციას უწევენ დეპარტამენტის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებას.

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

1)  მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილება;

2) სამკითხველო დარბაზების მომსახურების განყოფილება;

3) საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება;

4) ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის განყოფილება;

5) ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილება;

6) სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილება.

ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით სარგებლობა შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებაში წარადგენს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. მკითხველის ბილეთი გაიცემა ხუთი წლით  სარგებლობის უფლებით. მკითხველთა რეგისტრაცია ხდება ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემაში, რომელიც სხვადასხვა სახის კვლევების ჩატარების საშუალებას იძლევა.

საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება როგორც ბიბლიოთეკაში მოსულ მომხმარებელს, ასევე მსოფლიო მასშტაბით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, „შეეკითხე ბიბლიოთეკარს“ სერვისით) ემსახურება სპეციალიზებული ფონდით, ინტერნეტითა და ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საძიებო სისტემით. განყოფილების ფონდი შეიცავს დაახლოებით 35000 საცნობარო და ბიბლიოგრაფიული ხასიათის დოკუმენტს სხვადასხვა ენაზე. 2024 წელს ამ ფონდს მიენიჭა შტრიხკოდები  და  დაინერგა  გამოცემების დისტანციური დაჯავშნის  სერვისი. განყოფილება აწარმოებს ბიბლიოთეკაში შემოსული მიმდინარე საგაზეთო სტატიების ანალიტიკურ აღწერას და მონაცემების განთავსებას  ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემაში, რათა ელექტრონული კატალოგის https://catalog.nplg.gov.ge საშუალებით მიეწოდოს მომხმარებელს; აქ ასევე მზადდება   სხვადასხვა სახის ბიბლიოგრაფია.

სამკითხველო დარბაზებით მომსახურების განყოფილება მოწოდებულია ბიბლიოთეკის მკითხველს ხელი შეუწყოს, მაქსიმალურად და სრულად გამოიყენოს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, პერიოდული გამოცემების ფონდი და ელექტრონული რესურსები. ამჟამად განყოფილება მუშაობს ორ სამკითხველო დარბაზში: მერაბ მამარდაშვილის სახელობის სამოქალაქო განათლებისა და ვილჰელმ ჰუმბოლდტის სახელობის გერმანული ლიტერატურის დარბაზებში. განყოფილებაში უწყვეტ რეჟიმში ხდება სამკითხველო დარბაზების დამხმარე ფონდების ოპერატიული განახლება და გამოყენება, დარბაზების პროფილის შესაბამისად, თემატური და ახალი ლიტერატურის გამოფენების მოწყობა. ამჟამად მიმდინარეობს ცირკულაციის მოდულის დანერგვა.

ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით მომსახურების განყოფილებაში   ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის საშუალებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  საერთო საცავიდან დროებითი სარგებლობისთვის გაიცემა ლიტერატურა ორგანიზაციებზე და დაწესებულებებზე, მათ შორის საზღვარგარეთის ბიბლიოთეკებზე. განყოფილება, მკითხველის მოთხოვნის შესაბამისად, თემატურად ეძებს სხვადასხვა საკითხზე ლიტერატურას;  ბიბლიოთეკის ბლოგ „მწიგნობარზე“ https://mwignobari.wordpress.com ათავსებს ახალ სტატიებს. 

ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილებაში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ინტერნეტით, განყოფილების კომპაქტდისკების (CD–ROM) ფონდით, ლოკალურ მონაცემთა ბაზებით, მათ შორის ინტრაქსელური ციფრული ბიბლიოთეკით, კანონების მონაცემთა ბაზით, სამეცნიერო ლიტერატურის ცნობილი გამომცემლობების ელექტრონულ მონაცემთა ბაზებით. განყოფილება უზრუნველყოფს ბიოგრაფიული ცნობარის – „საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონის“ – განახლებას, სისტემატურ შევსებას და ხელმისაწვდომობას ინტერნეტცნობარის საშუალებით http://www.nplg.gov.ge/bios

სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილების  ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა სანოტო გამოცემებით, მუსიკალური ჩანაწერებით, აუდიოვიზუალური დოკუმენტებით უზრუნველყოფა, ფონდში არსებული მასალების გაციფრება და ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში“ განთავსება.

ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტი მართავს და ზედამხედველობს ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური ვებგვერდის https://www.nplg.gov.ge სტატიკურ ინფორმაციას.  

ყოველდღიურად მიმდინარეობს ბიბლიოთეკის საიტზე არსებული სერვისების „შეეკითხე ბიბლიოთეკარს“, „კონსულტაცია“,  ბიბლიოთეკის სოციალური ქსელებისა და  ელექტრონული ფოსტის   საშუალებით გამოგზავნილი წერილების და შეტყობინებების მიღება/გადამისამართება და  პასუხის გაცემა.  

დეპარტამენტი საზოგადოებას მაქსიმალურად უწყობს ხელს, სრულად გამოიყენოს ბიბლიოთეკის ფონდები და ელექტრონული რესურსები; მომხმარებელი მინიმალურ დროში უზრუნველყოს საბიბლიოთეკო ინფორმაციით, სამკითხველო დარბაზებით, ფონდებით, კატალოგებითა და კარტოთეკებით, ბიბლიოგრაფიული წყაროებით. დეპარტამენტი სისტემატურად სწავლობს ინფორმაციას მომხმარებელთა მოთხოვნების შესახებ და ზრუნავს მომსახურების ფორმების დახვეწასა და სრულყოფაზე.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყველა სახის მომსახურება უფასოა.

წინა პოსტი

ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრესის მუზეუმი გაიხსნა

შემდეგი პოსტი

პირველი გაზეთი საქართველოში